4.2
81 review
5.05 MB
Everyone
Content rating
28.5K
Downloads
ზღაპრები - Zgaprebi screenshot 1 ზღაპრები - Zgaprebi screenshot 2 ზღაპრები - Zgaprebi screenshot 3 ზღაპრები - Zgaprebi screenshot 4 ზღაპრები - Zgaprebi screenshot 5 ზღაპრები - Zgaprebi screenshot 6 ზღაპრები - Zgaprebi screenshot 7 ზღაპრები - Zgaprebi screenshot 8 ზღაპრები - Zgaprebi screenshot 9

About this product

Georgian folk tales.

Rating and review

4.2
81 ratings
5
4
3
2
1

ზღაპრები - Zgaprebi description

ზღაპარი, ხალხური სიბრძნის გამოხატვის მნიშვნელოვანი ფორმაა. ზღაპრები შეიქმნა დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ. მათში კაცობრიობის გამოცდილება, ფანტაზია, სურვილები და ოცნებები იყო გადმოცემული. საუკუნეების მანძილზე ზღაპრები თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა და ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ვრცელდებოდა.

ზღაპრები მოძრაობდნენ ადამიანებთან ერთად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ან სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, კონტინენტიდან კონტინენტზე, ქვეყნიდან ქვეყნებში, კულტურიდან კულტურაში და ენიდან ენაში. ასეთი გზითა და ხერხით გადმოცემულმა ზღაპრებმა ჩვენამდე მოაღწია, ბევრად უფრო დახვეწილი ფორმით და თანამედროვე ენით.

ქართული ზღაპრები მსოფლიო ზღაპრების დიდი საგანძურის შემადგენელი ნაწილია. ზღაპრები ცხოველებზე, ფრინველებზე, ჯადოქრებზე, დევებზე - ეს ის ზღაპრებია, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე გამოცემულ ზღაპრების კრებულებში ამოიკითხავთ. თუმცა, მათ შორისაც მრავლადაა ისეთი ზღაპარი, რომელიც მხოლოდ ქართული ზღაპრის სახელით არის ცნობილი. ასეთებია: ასფურცელა, ნაცარქექია, მუჭანახევარა, ხუთკუმჭულა, წიქარა, კომბლე და ა.შ. ისინი ადვილად იცნობა ასეთი დასაწყისით:
"იყო და არა იყო რა".

ქართულ ზღაპრებს დასასრულიც ორიგინალური და ადვილად დასამახსოვებელი აქვთ:
"ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა."

ასეთ დასაწყისსა და დასასრულს შორის მრავალ საინტერესო ზღაპარს შეხვდებით.

ჩვენი აპლიკაციის მიზანია მიიტანოს ქართული ზღაპრები პატარა მკითხველთან 21 საუკუნისათვის დამახასიათებელი, თანამედროვე ფორმით.

აპლიკაციის შემქმნელი გუნდი, მადლობას უხდის პეტრე კასრაძეს და მის შემოქმედებით ჯგუფს (ლაშა რამიშვილი, თამარ კასრაძე, პავლე კასრაძე, გელა ქასრაშვილი) მათი ზღაპრების ჩანაწერების გამოყენების უფლების მოცემისათვის....
↓ Read more

Version lists